19 მაისს, სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, გაიმართა, ბათუმელი მხატვრის ლუკა ბესელიას პერსონალური გამოფენა. ექსპონირებული იქნა პანდემიის პერიოდში (და არა მხოლოდ) შექმნილი ფერწერული ტილოები. დამთვალიერებელს გამოფენის ნახვის შესაძლებლობა 30 მაისამდე ექნება.